ცხადდება კონკურსი სტუდენტური საცხოვრებლის საორგანიზაციო ჯგუფში სტუდენტთა შესარჩევად.
ძვირფასო სტუდენტებო, როგორც მოგეხსენებათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა აქტიურად დაიწყო მუშაობა სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის საკითხზე. რადგან სტუდენტური საცხოვრებლისმშენებლობა გამორჩეულად მასშტაბური პროექტია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისადმინისტრაციასთან ერთად პროცესში ჩართული იყვნენ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
წარმოგიდგენთ კონკურსს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის საორგანიზაციო ჯგუფში სტუდენტ წევრთა შესარჩევად.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა განაცხადი უნდა შემოიტანონ მიმდინარე წლის 26სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, გარდა დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებისა.
მსურველებმა სამოტივაციო წერილი და რეზიუმე/ CV უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: info@iliauni.edu.ge. Subject-ის გრაფაში აუცილებლად მიუთითეთ: განაცხადი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის საორგანიზაციო ჯგუფში სტუდენტთა შესარჩევად.
მონაწილეთა შერჩევა გაიმართება ორ ეტაპად:
- პირველ ეტაპზე გადაირჩევა შემოსული განცხადებები.
- მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება (შესაძლებელია დისტანციური გასაუბრებაც).
სულ შერჩეული იქნება 4 სტუდენტი, რომლებიც წარმომადგენლობითი საბჭოს კიდევ ორ წევრ სტუდენტთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობის საორგანიზაციო ჯგუფის მუშაობის პროცესში.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2023 წლის 26 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით,
მეორე ეტაპზე გასულ კანდიდატებთან გასაუბრება მოხდება არა უგვიანეს 30 ნოემბრისა.