სტუდენეტური საცხოვრებლის კონცეფცია

2022 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ქეთევან ლაკირბაიამ საუნივერსიტეტო საზოგადოებას წარუდგინეს სტუდენტური საერთო საცხოვრებლის კონცეფცია და პირველადი რენდერი.

პროფესორებისა და ადმინისტრაციის შეხვედრა

2023 წლის დასაწყისში გაიმართა შეხვედრა ადმინისტრაციასა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის, სადაც დაიგეგმა ერთობლივი გასვლითი სამუშაო შეხვედრები სტუდენტებთან. შემუშავდა სამუშაო ფორმატი და განისაზღვრა განსახილველი თემები.

გასვლითი ერთობლივი სამუშაო შეხვედრები

2023 წლის თებერვალში სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ჩატარდა 3 გასვლითი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრების დროს სტუდენტებმა, ადმინისტრაციამ და პროფესორ-მასწავლებლებმა იმუშავეს თემატურ ჯგუფებში ისეთ საკითხებზე როგორიცაა:

  • სტუდენტების წარმომადგენლობის ფორმირება და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის საკოორდინაციო საბჭოში.
  • სტუდენტურ საცხოვრებელში ბინადრობის უფლების მოპოვების კრიტერიუმები და პრიორიტეტები.
  • სტუდენტური საცხოვრებლის დაგეგმარების პროცესში გასათვალისწინებელი ფუნქციური სივრცეები.
  • სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის პროცესის შესახებ დაინტერესებულ საზოგადოებასთან ეფექტრუი კომუნიკაციის ფორმატი.
  • სტუდენტურ საცხოვრებელში მოქმედი ქცევისა და ეთიკის კოდექსი.

შეხვედრების დროს, ერთის მხრივ, განისაზღვრა საკითხები და გამოწვევები რომლებიც დამატებით მუშაობას მოითხოვს. მეორეს მხრივ, მოხდა შეთანხმება – სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის საორგანიზაციო ჯგუფში სტუდენტური წარმომადგენლობის არჩევის წესსა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიაზე. 

შეთანხმებისამებრ, თითოეული ნაკადიდან, სტუდენტების მიერ შეირჩა საერთო საცხოვრებლის საორგანიზაციო ჯგუფის წევრობის შესარჩევი კომისიის წევრი  3 სტუდენტი.

მარიამ ქაქუთია –  მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
დიმიტრი ენდელაძე – ბიზნესის ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტი
ლაშა ქვლივიძე – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

17.02.2023

21.02.2023

24.02.2023

სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის საორგანიზაციო ჯგუფში სტუდენტური წარმომადგენლობა

2023 წლის 27 აპრილს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე სტუდენტი წევრების მიერ მოხდა მათი შემადგენლობიდან საერთო საცხოვრებლის მშენებლობის საორგანიზაციო ჯგუფში სტუდენტური წარმომადგენელი 2 წევრი სტუდენტის არჩევა.

წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი სტუდენტებიდან, საკუთარი კანდიდატურები წამოაყენეს სოფიო ბალხამიშვილმა (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი) და გვანცა მდივანმა (ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი).

წარმომადგელობითმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი მათ კანდიდატურებს.

სტუდენტური წარმომადგენლობის შესარჩევი კომისიის სამუშაო შეხვედრა

2023 წლის ივნისში შედგა სტუდენტური წარმომადგენლობის შესარჩევი კომისიის ორი შეხვედრა. აღნიშნული შეხვედრების შედეგად შემუშავდა სამუშაო ჯგუფის სტუდენტთა წარმომადგენელ წევრების შესარჩევი კონკურსის პირობები:

  • სტუდენტს აუცილებელია ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი;
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია  ნებისმიერი  სასწავლო საფეხურის სტუდენტს;
  • კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლია დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტს.

კონკურში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • სამოტივაციო წერილი;
  • რეზიუმე/CV;

მონაწილეთა შერჩევა გაიმართება ორ ეტაპად:

  1. პირველ ეტაპზე გადაირჩევა შემოსული განცხადებები.
  2. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება  (შესაძლებელია დისტანციური გასაუბრებაც)

ვორკშოპების სერია – სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა

საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში გაიმართა 2-დღიანი გასვლითი ვორკშოპების სერია – სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა, პროცესის ეფექტურობა და მასში სტუდენტების ჩართულობა. ვორკშოპებში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, ლექტორებმა, პროფესორებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

სამუშაო შეხვედრები და სესიები კონცენტრირებული იყო სტუდენტური საცხოვრებლის ირგვლივ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:

სტუდენტთა წარმომადგენლობის ფორმირება და მისი მონაწილეობის უზრუნველყოფა სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის საკოორდინაციო საბჭოში;

სტუდენტურ საცხოვრებელში ბინადრობის უფლების მოპოვების კრიტერიუმები და პრიორიტეტები;

სტუდენტური საცხოვრებლის შიდაგეგმარების პროცესში გასათვალისწინებელი სივრცეები;

სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის წინასწარი გეგმა-გრაფიკი;

სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის პროცესის შესახებ დაინტერესებულ საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის ფორმატი (ინტენსივობა, საკომუნიკაციო არხები და საშუალებები).

ვორკშოპების სერია გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს კვლევით ბაზაზე.