ვორკშოპების სერია – სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა

საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში გაიმართა 2-დღიანი გასვლითი ვორკშოპების სერია – სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა, პროცესის ეფექტურობა და მასში სტუდენტების ჩართულობა. ვორკშოპებში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, ლექტორებმა, პროფესორებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

სამუშაო შეხვედრები და სესიები კონცენტრირებული იყო სტუდენტური საცხოვრებლის ირგვლივ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:

სტუდენტთა წარმომადგენლობის ფორმირება და მისი მონაწილეობის უზრუნველყოფა სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის საკოორდინაციო საბჭოში;

სტუდენტურ საცხოვრებელში ბინადრობის უფლების მოპოვების კრიტერიუმები და პრიორიტეტები;

სტუდენტური საცხოვრებლის შიდაგეგმარების პროცესში გასათვალისწინებელი სივრცეები;

სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის წინასწარი გეგმა-გრაფიკი;

სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის პროცესის შესახებ დაინტერესებულ საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის ფორმატი (ინტენსივობა, საკომუნიკაციო არხები და საშუალებები).

ვორკშოპების სერია გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს კვლევით ბაზაზე.