2023 წლის თებერვალში სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ჩატარდა 3 გასვლითი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრების დროს სტუდენტებმა, ადმინისტრაციამ და პროფესორ-მასწავლებლებმა იმუშავეს თემატურ ჯგუფებში ისეთ საკითხებზე როგორიცაა:
- სტუდენტების წარმომადგენლობის ფორმირება და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის საკოორდინაციო საბჭოში.
- სტუდენტურ საცხოვრებელში ბინადრობის უფლების მოპოვების კრიტერიუმები და პრიორიტეტები.
- სტუდენტური საცხოვრებლის დაგეგმარების პროცესში გასათვალისწინებელი ფუნქციური სივრცეები.
- სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის პროცესის შესახებ დაინტერესებულ საზოგადოებასთან ეფექტრუი კომუნიკაციის ფორმატი.
- სტუდენტურ საცხოვრებელში მოქმედი ქცევისა და ეთიკის კოდექსი.
შეხვედრების დროს, ერთის მხრივ, განისაზღვრა საკითხები და გამოწვევები რომლებიც დამატებით მუშაობას მოითხოვს. მეორეს მხრივ, მოხდა შეთანხმება – სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის საორგანიზაციო ჯგუფში სტუდენტური წარმომადგენლობის არჩევის წესსა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიაზე.
შეთანხმებისამებრ, თითოეული ნაკადიდან, სტუდენტების მიერ შეირჩა საერთო საცხოვრებლის საორგანიზაციო ჯგუფის წევრობის შესარჩევი კომისიის წევრი 3 სტუდენტი.
მარიამ ქაქუთია – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
დიმიტრი ენდელაძე – ბიზნესის ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტი
ლაშა ქვლივიძე – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
17.02.2023























21.02.2023
















24.02.2023














